Tuesday, November 19, 2019

სასაწვლო პროექტი: " მე მიყვარს პოეზია"

სასწავლო პროექტი „მე მიყვარს პოეზია“

1.პროექტის სახელწოდება: „მე მიყვარს პოეზია“
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებში პოეზიის სიყვარულის გაღვივება, ასევე შესწავლილი მასალის განმეორება.
3. პროექტის აქტუალობა: ქართული პოეზიის პოპულარიზაცია.
4. პროექტის მიზნები:  საკლასო ცხოვრების გამრავალფეროვნება, შემოქმედებითი და მხატვრული კითხვის უნარის განვითარება, ცნობების მოძიებისა და პრეზენტაციის უნარის განვითარება,გემოვნებისა და  ინტონაციის დახვეწა, როლების გადანაწილება.
5. მონაწილეთა ასაკი: V კლასის მოსწავლეები.
6. ვადები:  3.06 – 14.06.
7. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები:

  •  მოსამზადებელი ეტაპი.

ამოცანები:
ა) ორი წამყვანის შერჩევა, რომლებიც სტუმრებს წარუდგენენ გამომსვლელებს, გამოაცხადებენ ლექსის სათაურსა ავტორებს. ( 3.06.2019 წ.)
ბ) ლექსებისა და ავტორებზე ინფორმაციების მომზადების  გადანაწილება სურვილისამებრ. ( 5.06.2019 წ.)
გ) მოსაწვევი ბარათების დამზადება. ( 10.06.2019 წ.)
 დასკვნითი ეტაპი.
დ) პოეზიის საღამოს გამართვა.
ე) გამარჯვებულის გამოვლენა.
განხორციელების გზები:
   მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზანს, რომელიც  ჩატარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე მოხდება საკლასო კონკურსი სადაც გამოვლინდებიან წამყვანები და გადანაწილდება ლექსები,  დამზადდება მოსაწვევი ბარათები საღამოზე დასასწრებად. მეორე ეტაპზე ჩატარდება პოეზიის საღამო და ჟიური გამოავლენს საუკეთესოს, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებით. ჟიური დაკომპლექტდება როგორც მასწავლებლებით ისე მშობლებით.
კონკურსის პირობები:
კონკურსის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საყვარელი ლექსი. ლექსი უნდა იქნეს მხატვრულად წაკითხული. ყურადღება მიექცევა კითხვის უნარს, სამსახიობო ნიჭს, ვიზუალურ მხარეს.
შეფასების კრიტერიუმები: თითოეულ მონაწილეს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. გამოავლენს გამარჯვებულს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სასკოლო კონკურსში. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.

8. გამოყენებული რესურსი:  წიგნი, რვეული.

9. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში განვითარდება მხატვრულად კითხვის და შემოქმედებითი უნარი, ამაღლდება მოტივაცია, მოხდება ქართული პოეზიის პოპულარიზაცია.
10. საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა.
11. პროექტის ხელმძღვანელი: იამზე მელაძე.

















Friday, April 3, 2015

პროექტი       ,, ჩვენს კუთხეში  არსებული ისტორიული 


ეკლესია-მონასტრები,აქტუალობა და როლი.






1. პროექტის სახელი:    ჩემს კუთხეში არსებული ისტორიული ეკლესია-მონასტრები,აქტუალობა და როლი."


2. პროექტის მთავარი იდეა:    მოსწავლეებმა უნდა აღწერონ კუთხეში არსებული ისტორიული ეკლესია-მონასტრები და დაასაბუთონ  რა როლი ეკისრათ მათ თავის დროზე და რამდენად აქტუალურია მათი როლი დღეს.


3.პროექტის აქტუალობა:   მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები,წარსულის პატივისცემა,გამოუმუშავდებათ კრიტიკული აზროვნება, ჩამოუყალიბდებათ რელიგიისადმი დამოკიდებულება, გააცნობიერებს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას, ცაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში,გააცნობენ თავიანთ თანატოლებს, ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს.



4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ, რომელი საუკუნისაა, არსებობს თუ არა რაიმე ისტორიული დოკუმენტები მათ შესახებ, რამდენად მოქმედია დღეს ეს ძეგლები, ჰყავს თუ არა მრევლი,აიღებენ ინტერვიუს სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან, მოაგროვებენ ფოტომასალას, მოძიებული ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში,დაამზადებენ პლაკატებს. 


5.მონაწილეთა ასაკი/კლასი:         15----18


6. ვადების ხანგრძლივობა:        ორი კვირა.


7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
  მოსწავლე ქმნის ვებ გვერდს,სადაც განათავსებს ინფორმაციას არსებული ძეგლების შესახებ,მოჰყავს არგუმენტები ფოტოებით თანდართული,რომლითაც ასაბუთებს,რომ მის მიერ განთავსებული პროექტით დაინტერესდება შესაბამისი ორგანიზაციები და მათი როლი უფრო მეტად გაიზრდება.


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:   ფოტოკამერა, იტერნეტი, სახელმძღვანელო, ადამიანური რესურსი.


9.პროექტის შესაძლო აქტივობები:   ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება-დახარისხება,ანალიზის, კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ნამუშევრის განთავსება ბლოგზე,ინტერვიუს აღება, პლაკატების დამზადება.


10.საგნებთან?საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორისი კავშირების დამყარებას (მაგ. გეოგრაფია,სამოქალაქო განათლება, ქართული,ისტი) სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.


11.პროექტი ხელმძღვანელი( მასწავლებელი): იამზე მელაძე---სამღერეთის საჯარო სკოლა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).



საკონკურსო თემა: „ჩემი კუთხის ეკლესია-მონასტრები“


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა

XII  კლასი

ნიკა ირემაძე


2015 წელი



    რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩემმა პედაგოგმა მომაწოდა ინფორმაცია კონკურსის შესახებ, რომელსაც ატარებდა „ესთეთიკური აღზრდის ცენტრი“ სათაურით „ჩემი კუთხის ეკლესია-მონასტრები“ , მე გამოვთქვი სურვილი მიმეღო მონაწილეობა კონკურსში.მე ვცხოვრობ ქვემო ქართლის რეგიონში ჩვენი რეგიონი განთქმულია სიძველეებითა და მრავალფეროვანი ისტორიეებით. აქ აღმოაჩინეს უძველესი ევროპელი ჰომინიდების თავის ქალები. ამ კუთხეში , კერძოდ , თეთრიწყაროში არის ერთერთი უძველესი ქალაქი, ამჟამად სოფელი სამშვილდე . ასევე ფიტარეთის ულამაზესი ტაძარი , რომელიც დღესაც ფუნქციონირებს , მე შემეძლო დამეწერა ზემოთ აღნიშნულ ისტორიულ ძეგლებზე , მაგრამ ისინი ისედაც ცნობილია ფართო მასებისათვის და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ინტერნეტიდან თუ წიგნებიდან მოიძიოს ინფორმაცია. ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა ჩემი სოფლის ეკლესია-მონასტრების შესახებ.
    მე ვცხოვრობ სოფელ სამღერეთში რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შედის და რაიონული ცენტრიდან 9 კმ დაშორებული , ასევე დაახლოვებით 6კმ დაშორებული სოფელი სამშვილდე სადაც ამჟამად ეთნიკური სომხები ცხოვრებენ . სამღერეთს ბუნებრივი ზღუდეები გააჩნია , სამხრეთ - დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე მდინარე ხრამი შემოსაზღვრავს რომელიც ყველაზე წყალუხვი მდინარეა ქვემო ქართლში . ჩრდილო-დასავლეთიდან აღმოსავლეთიდან მდინარე ასლანკა . ასე რომ სამღერეთს აქვს ბუნებრივი დამცავი ზღუდეები ასევე თევზჭერისა და სატრანზიტო მდინარეები .
     ამჟამად სოფელ სამღერეთში ეთნიკური მრავალფეროვნებაა აქ ცხოვრობენ სომხები, რომლებიც აქ მე-19 ს-ში თურქეთიდან დევნილობის დროს დასახლდნენ , აზერბაიჯანლები, რომლებიც მე-20 ს-ის შუა წლებში მეზობელი რაიონიდან და სოფლებიდან გადმოსახლდნენ და ქართველები, ეკომიგრანტები აჭარიდან. სომხების ჩამოსახლებამდე სოფელი გაუკაცრიელებული იყო . ხოლო აქ რომ ადრე სოფელი არსებობდა, ამაზე მოწმობს აქ არსებული ნასახლარები და რაც მთავარია ეკლესია მონასტრები. ის რომ აქ სოფელი არსებობდა და საკმაოდ ძლიერი სოფელიც , ამაზე მეტყველებს თქმულება თავგანწირულ სამ დაზე.
     თქმულების თანახმად მონღოლებმა ჩუმად გადმოიარეს ლორე და მოადგნენ სოფელს , ადგილობრივებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს , თუმცა მრავალრიცხოვნებამ თავისი გაიტანა და სოფელი დაეცა . მტრის ჯარი თბილისზე უჩუმრად გალაშქრებას გეგმავდა და გზა გააგრძელა, უეცრად წინ გადაეღობათ სამი ულამაზესი ასული , სამი სრულიად შიშველი და , ისინი ჩონგურს აჟღერებდნენ და სიმღერით დასტიროდნენ დაღუპულებს . წარმართ მონღოლებზე ამსურათმა ძლიერ იმოქმედა მათ დები ომის ქალღმერთებად ჩათვალეს და შეშინებულები ბანაკში გაიქცნენ. მეთაურმა ისინი უკან გამოაბრუნა და დების დახოცვა უბრძანა . თუმცა დების თავდადებამ შედეგი გამოიღო ხალხი გაიხიზნა მეფემ კი ჯარი შეაგროვა და მტერი სასტიკად დაამარცხა.თავდადებული დების ხსოვნის უკვდავსაყოფად კი სოფელს სამღერეთი უწოდეს. თქმულება, რომელზეც ახლა მოგიყევით, სხვადასხვა ვერსიითაა ცნობილი, თუმცა უცვლელია მტერი - მონღოლები და სამი დის ისტორია. არ ვიცით ვინ იყო მეფე მაშინ საქართველოში . თუ ლეგენდას დავეყრდნობით ეს საკმაოდ ძველი ამბავია ,  დაახლოვებით 800-700 წლის წინანდელი . მიუხედავად იმისა რომ თქმულება უფრო დაზუსტებულ ისტორიულ ფაქტებს არ შეიცავს ის მაინც საინტერესო და უნიკალურია . რაც შეეხება ეკლესია მონასტრებს ჩვენი სოფელი ამ მხრივაც მდიდარია . სოფლის ცენტრში დგას ბაზილიკური ერთნავიანი პატარა ეკლესია, რომელიც , სავარაუდოდ, ძალიან ძველია ,გადმოცემით ვიცით რომ ეკლესია სამი დის სახელობისაა, გარე ფასადი მთლიანად მოპირკეთებულია სხვადასხვა ფერის ქვის ფილებით, სახურავი შეცვლილია და არ შეესაბამება შენობას ,
შენობა რომ ძველია ამაზე მეტყველებს შენობის სტილი და  ეკლესიის ეზოში არსებულ  უძველეს საფლავის ქვებზე შესრულებული სავარაუდოდ ნუსხური წარწერები რომლებიც ვერაფრით ვერ ამოვიკითხე.
თუმცა გამოვიყენე ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი სახელმძღვანელოები „მწიგნობრობაი ქართული“ და „ქართული ხელნაწერები“ აქვე დავსძენ, რომ შესაძლებელია ეს სომხური წარწერაა რასაც ორი არგუმენტით ვუარვყოფ: 1.საფლავის ქვა (რომლის ფოტოსაც თან ვურთავთ) საკმაოდ ძველია და მკაფიოდ ემჩნევა დროის , ქარისა და წვიმის კვალი, 2. აქვე არსებობს სომხური სასაფლაო , რომლის სიძველეს ცხადყოფს სასაფლაოს ჭიშკარზე ქვის მითიური ცხენების ქანდაკებები რაც გამორიცხავს ჩვენი საფლავის ქვის და შესაბამისად წარწერის სომხურობას.
     მეორე სასულიერო შენობა, რომელიც ხელოვნების ნიმუშადაც შეიძლება ჩაითვალოს სოფლიდან 2 კმ -ა დაშორებული და სამხრეთით მდებარეობს . მშრალი ჰავა , ბუჩქნარი და მუხნარი , მზით განათებული ლურჯი ცა და მდინარე ხრამის კრისტალური მასივი, ამყველაფერში კი საკმაოდ შეუმჩნევლად მცენარესავით აღმოცენებულა ბერთა მონასტერი, რომელიც ორი შენობისგან შედგენბა, სამწუხაროდ მონასტერი დაზიანებულია და დანგრევის პირასაა საუკუნეებია არ აქვს სახურავი . ირგვლივ მიმოფანტულია კრამიტის ნატეხები,ულამაზესი გათლილი ქვები, კიდეებზე ამოტვიფრული ჩუქურთმებითა და ორლამენტებით . მათზე დღესაც იგრძნობა ოსტატის გაწაფული ხელი, მონასტერთან ალბათ ცხრა საუკუნეა მაინც , მოჩიხჩუხებს ანკარა ცივი წყაროები: ერთი - ჩრდილოეთით, ორი -დასავლეთით , ერთიც უშუალოდ მონასტრის წინ -სამხრეთით, ირგვლივ ყველაფერი იავარქმნილია , ქვებიც , რომლებიც ადრე მონასტრის კედლებს ამშვენებდა , ახლა მიწაზეა გართხმული და მაყვლის ბუჩქი გადაჰფარვია, თითქოს მისი შთანთქმა სურს.
მონასტრის კედლები,ჩამონგრეული აქა-იქ შემორჩენილი ნატიფად დამუშავებული ქვებით დაბზარული თითქოს პატრონს ელოდებიან, თითქოს ლოდინისაგან დაღლილან და წასაქცევად გამზადებულან. ყველაზე მეტად ამ დაბზარულ , დახეთქილ მონასტრის კედლებში ვიგრძენი ჩემი სამშობლოს შავბედითი ისტორია.ამ ნაგებობას შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს და იქ ყოფნა საკმაოდ სახიფათოა , რადგან 9-10 მეტრის სიმაღლის ქვის ნაგებობა დაბზარულია და დანგრევის პირასაა.აქ შესვლისას კიდე ერთი სიურპრიზი დამხვდა
ერთადერთ სახურავზე რომელიც სავარაუდოდ წინკარის ფუნქციას ასრულებდა მთელი იყო გადარჩენილი და  რვაქიმიანი ჯვრის ჩუქურთმა იყო გამოსახული.სიმბოლო რომელიც საქართველოში იყო გავრცელებული დიდი ოსტატობითაა შესრულებული და მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს, საკუთარი ქვეყნის სიყვარულსა და პატივისცემას გვინერგავს.

კიდევ ერთი მოჩუქურთმებული
კარი გავიარე და დიდ დარბაზში
 მოვხვდი რომლის დიდი ნაწილი
 დანგრეულია ძირს ყრია გუმბათის
ქვები, რომლებიც ასევე ნატიფადაა
დამუშავებული ,  კედლები
მთლიანად შებათქაშებული ყოფილა
 მათი ნაწილი შემორჩენილია
თუმცა ფრესკების კვალი არ ჩანს.
 აქვე ერთ ვარაუდსაც გამოვთქვამ,
რამდენადაც ისტორიიდან ჩემთვის
ცნობილია, მტერი ეკლესიამონასტრებს
ცეცხლს შიგნიდან უკიდებდა
ფრესკების განადგურების მიზნით
ერთერთ კარზე კიდეც შეიმჩნევა ჭვარტლის
 კვალი და ეს კვალი ახალი არ არის

 მეორე შენობა , ალბათ , სატრაპეზოა მაღლა სარკმლებიდან სინათლე იღვრება . შიდა მხარე მოპირკეთებულია ბაზალთის მოყვითალო და მომწვანო ფილებით.ბაზალტის საბადოც აქვე მდებარეობს სადაც მე-20 ს-ის ბოლომდე მიმდინარეობდა მისი მოპოვება. ჩემდა გასაოცრად შენობის შიგნიდ უცნაური რამ ვიპოვნე , ეს არის ნახევრად დამუშავებული მოზრდილი ქვა რომელზეც მკაფიოდ ჩანს ასომთავრული წარწერა ცენტრში კი წვეთის მსგავსი სიმბოლოა ქვევით ამოტვიფრულია ასოები          -თ,         -იე,          -ნ,           -დ, ჩემი აზრით ეს უნიკალური ქვაა და იმსახურებს ადგილს რომელიმე მუზეუმში მაინც . ამასთანავე ეს ქვა ადასტურებს ჩვენი სოფლის სიძველესაც. ჩემი დილეტანტური ცოდნის საფუძველზე ისიც კი შემიძლია ვივარაუდო რომ ჩვენი სოფელი უფრო ძველია ვიდრე ეს სამღერეთის ლეგენდიდან შეგვიძლია დავასკვნათ. ამ ყოველივეს მე ვფიქრობ მეცნიერული და საფუძვლიანი კვლევა  სჭირდება .
 შენობის შიგნითვე თვალში მომხვდა სამი ქვევრი, რომლებიც მიწითა და ჩამოცვენილი ფოთოლითაა სავსე, სავარაუდოდ მონასტრის ბერები მევენახეობას მისდევდნენ ამ  აზრს ამყარებს ისიც რომ აქვე არის  მინდორი რომელსაც „ვენახებს“ვეძახით. ნაშრომს თან ვურთავ ფოტო მასალასაც, რაც ასევე ძალიან საინტერესოა , თუმცა მე მათი გამოყენება გვერდების რაოდენობის შეზღუდვის გამო ვერ შევძელი.
როგორც სოფლის უხუცესებისგან გავიგე გასული საუკუნის ბოლოს  აქ ჩამოსულა მეცნიერთა, სავარაუდოდ , არქეოლოგთა ჯგუფი რომელსაც, ძიება არც კი დაუწყია ისე დაბრუნებულა უკან, მე ვთვლი რომ ჩემი სოფელიც და ეკლესია მონასტრებიც იმსახურებენ მეცნიერთა და საზოგადოების ყურადღებას.
    რაც შეეხება რელიგიისადმი ჩემი თაობის დამოკიდებულებას , ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ. არსებობენ ადამიანები ვისაც სწამთ ღმერთი და არსებობენ ისეთებიც ვისაც არ სწამთ. ამ ყველაფერს ცხოვრებისეული  მოვლენები და გარემო იწვევს , ჩვენი მშობლები ცხოვრობდნენ ისეთ გარემოში სადაც ნებისმიერი რელიგია იკრძალებოდა და ღმერთი საერთოდ უარყოფილი იყო , ადამიანებს რწმენას ართმევდნენ და სხვა იდეოლოგიის რწმენას უნერგავდნენ.თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ თანამედროვეობაში და ადრეც უფრო მეტად რწმენა ფანატიზმი იყო ვიდრე ნამდვილი რწმენა. რწმენა თავისთავში გულისხმობს გააზრებულ  და გააანალიზებულ ქმედებას.დრო იცვლება და იცვლება ფასეულობები . ძველად რელიგია და პატრიოტიზმი ერთი და იმავე ცნებას წარმოადგენდა და თუ იყავი ქართველი - იყავი მართმადიდებელი ქრისტიანი. ჩემი აზრით , დროა ეს სტერეოტიპი დაინგრეს და სხვანაირი შეხედულება გაჩნდეს , რომ მნიშვნელობა არ აქვს რა რელიგიის მიმდევარი ხარ, ან გწამს თუ არა ღმერთი.მთავარია , გიყვარდეს სამშობლო და შენ ქმედებებში აისახოს ეს სიყვარული.
     მე პირადად ისლამის მიმდევარი ვარ ქართულ ოჯახში დაბადებული და ქართულ ტრადიციებზე გაზრდილი და არცერთ ქართველ ქრისტიანზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი სამშობლო , სადაც ჩემი წინაპრების სისხლი დაღვრილა მომხვდურთა წინააღმდეგ ბრძოლაში.მახსოვს პატარაობისას ბებია და ბაბუა რამდენ რამე სმასწავლიდნენ ქართველ მეფეებზე და საქართველოზე , ახლაც ყურში ჩამესმის ბაბუას ნამღერი „მუმლი მუხასაო“, „საქართველოო ლამაზო“ თუ „მრავალჟამიერი“ . საქართველოს ისტორია ჩემთვის ცხოვრების საფუძველთა საფუძველია , ამიტომაც ვცდილობ უფრო უკეთესად შევისწავლო ჩემი ქვეყნის ისტორია, რადგანაც ისეთი პატარა ქვეყნის შვილებმა როგორიც საქართველოა , ბევრი რამ უნდა იცოდნენ წარსულის შესახებ , რათა ღირსეული მომავალი შეუქმნან სამშობლოს და „გააბრწყინონ ივერია“ .






















































Monday, April 14, 2014



არჩილ სულაკაურის ''ბიჭი და ძაღლი''

უკანასკნელი ცვლილება 2013-10-25 12:38
This resource doesn't have language defined. If you can, please help others to find it by telling us in which language it is.
მასალები:
  • გაკვეთილის გეგმა
     ენა და ლიტერატურა
     მე-5 კლასი

  • არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“.
  • სწავლების საფეხური
  • პირველი საფეხური, მე––5 კლასი
  • მოსწავლეთა რაოდენობა
  • შვიდი
  • გაკვეთილის მიზნები მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება, საგანთაშორისი კავშირი ეკოლოგიასთან, წაკითხულის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, გაბმულ მეტყველებაზე ვარჯიში, სხვადსხვა პირში თხრობა, მხატვრული ხერხების პოვნა, მართლწერის ჩვევების ფორმირება.
  • აქტივობები მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ტექსტს, ავლებს პარალელებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მიღებულ ინფორმაციასთან, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ, აკეთებს დასკვნებს, ასაბუთებს თავის აზრს, ადგენს გეგმას, წერს, გადმოსცემს წაკითხულის შინაარს პირველსა და მესამე პირში, ვარჯიშობს მართლწერაში, მუშაობს ინდივიდუალურად და წყვილებში.
  • გაკვეთილის მსვლელობა 1.კითხვისთვის მზადება (5–წუთი)––კლასი იხსენებს წინა კლასებში შსწავლილ არჩილ სულაკაურის ნაწარმოებებს და იმ ინფორმაციას, რაც მათ უკვე იციან ამ მწერლის შესახებ.
  • 2.ტექსტის კითხვა და ანალიზი (20–წუთი)
  • მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს დამოუკიდებლად ეპიზოდებად, ინიშნავენ გაუგებარ სიტყვებს და ხსნიან წიგნში მოცემული ლექსიკონის დახმარებით.გამოთქვამენ ვარაუდებს შემდეგ ნაწილში, როგორ განვითარდება მოვლენები.
  • მოსწავლეები ვარჯიშობენ ტექსტის გამომეტყველებით კითხვაზე. ეძებენ და პოულობენ ნაწარმოებში მხატვრული ხერხების ნიმუშებს.
  • 3.წერა––(5 წუთი)–ადგენენ გეგმას და ამ გეგმის მიხედვით წერენ თხზულებას სათაურით „მგლისფერი და მურა ნაგაზი’’. დავალება სრულდება წყვილებში.
  • ენობრივ მასალაზე დაკვირვება
  • (5წუთი) 1.სხვადსხვა პირში თხრობა.
  • 2. დაფაზე იწერება წინადადებები ,სადაც მოსწავლეებმა უნდა ამოწერონ:შედარება, ეპითეტი.
  • რესურსები სახელმძღვანელო, ცარცი, დაფა, ფურცლები,რვეული, საწერ კალამი.

Creative Commons License

Sunday, April 13, 2014

დედაენის დღე

                                                      დ ე დ ა ე ნ ი ს            დ ღ ე

2014 წლის 6 აპრილს სამღერეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა 




მონაწილეობა მიიღეს თბილისის სკოლა ლიცეუმ სხივის მიერ გამოცხადებულ 




კონკურსში.




მოსწავლეები კარგი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ და დიდ მადლობას უხდიან 




სკოლის    ადმინისტრაციას ტრანსპორტირებისათვის.



Add caption











Add caption