Monday, December 16, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა-იამზე მელაძე


                             საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
სოფლის სკოლებში განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის მშობელთა პასიურობა და დაბალი  ინტერესი შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი
ავტორი სამღერეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:  იამზე მელაძე
სარჩევი
I თავი
შესავალი
I.1.საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება ---------------------------------------------------------------------------- 4
I.2. კვლევის მიზანი ------------------------------------------------------------------------------------------------------ 5
I.3.საკვლევი საკითხის მიმოხილვა ----------------------------------------------------------------------------------- 5
II თავი
კვლევის მეთოდოლოგია
II.1.მოსამზადებელი  ფაზა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5
II.2.კვლევის  ინსტრუმენტების  შერჩევა --------------------------------------------------------------------------------- 7
II.3.კვლევის  პროცედურა, მონაწილეები  და  მონაცემთა   დამუშავება ---------------------------------------------------- 7
II.4.პირველი ეტაპის შედეგების აღწერა ------------------------------------------------------------------------------------------ 8-10
III თავი
კვლევის ანგარიში 
III.1. ინტერვენცია ---------------------------------------------------------------------------------------------------------  11-20

IV თავი
ინტერვენციის შედეგები
IV.1. შედეგების ანალიზი ---------------------------------------------------------------------------------------------- 21
IV.2.ინტერვენციის შედეგების დიაგრამები ------------------------------------------------------------------------ 29
V თავი
შედეგების ინტერპრეტაცია/დისკუსია
V.1. შეხვედრა პედაგოგებთან ------------------------------------------------------------------------------------------ 30

VI თავი
დასკვნა და რეკომენდაციები
VI.1.დასკვნა  -----------------------------------------------------------------------------------------------------------31
VI.2. რეკომენდაციები ------------------------------------------------------------------------------------------------32
VII თავი კვლევის გაზიარება (რეფლექსია) -------------------------------------------------------33
VIII თავი
გამოყენებული ლიტერატურა ----------------------------------------------------------------------34
IXთავიდანართები ------------------------------------------------------------------------------------------- 35-36
I თავი
შესავალი

                                                            
      მოსწავლის მშობელსა და მასწავლებელს შორის მუდმივი  და ეფექტური კომუნიკაცია აუცილებელი საშუალებაა სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურობისა  და დისციპლინის გასაუმჯობესებლად.
    ეს ნაშრომი წარმოადგენს ჩემი პედაგოგიური კვლევის ანგარიშს.ის მე მხოლოდ ერთი წლის დაკვირვების საფუძველზე არ გამიკეთებია.ბევრი რამ დიდი ხნის პედაგოგიური მოღვაწეობისა და დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის შემდეგადაც  ვისწავლე,თუმცა უფრო მეტი საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული „ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ლიდერობის აკადემიის   ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვით მივიღე და გადავწყვიტე ჯერ ჩემს სკოლაში განმეხორციელებია და შემდეგ კოლეგებისთვის გამეზიარებია.
   მშობელთა ჩართულობას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის განვითარებაზე, როგორც  სკოლამდელ  ასაკში, ასევე სასკოლო ასაკში, როდესაც ბავშვის წინაშე სერიოზული აკადემიური და სოციალური გამოწვევები ჩნდება
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად რთულად მისაღწევი. კვლევები ადასტურებს მშობელთა მაღალი მოლოდინების პოზიტიურ გავლენას მოსწავლის მიღწევებზე. კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ ის მშობლები, რომლებსაც უფრო მაღალი მოლოდინი აქვთ შვილების მიღწევების მიმართ, უფრო ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში.

მშობელთა ჩართულობის მასშტაბი და ფორმა შესაძლოა იცვლებოდეს და დამოკიდებული იყოს მათ განათლებაზე, სოციალურ სტატუსზე, ასაკზე და სხვ.  ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც სასკოლო დავალებების შესრულებისას შვილის დახმარებას, ასევე მოსწავლის ხელშეწყობას, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, დროის სწორი მენეჯმენტი; ასევე მშობელთა აქტიურ  ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და აქტიურ კომუნიკაციას შვილის პედაგოგებთან
    რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა
მოსწავლეები მცირე ასაკში ძირითადად ორი წყაროდან იღებენ განათლებას: მშობლისგან და მასწავლებლისგან. შემდეგ ეს წყაროები, რა თქმა უნდა, უფრო მრავალფეროვანი ხდება: საზოგადოება, მეგობრები, უნივერსიტეტი და სხვა  შესაბამისად, ადრეულ ასაკში ყველაზე დიდ გავლენას მოსწავლის განვითარებაზე ოჯახი და სკოლა ახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე რგოლის ჩართვა მოსწავლის განვითარებაში, თანაც ისე, რომ ორივე აცნობიერებდეს ამ მნიშვნელობას და თავის როლს
მშობელთა ჩართულობა  შეიძლება გულისხმობდეს:
1. ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში;
2. ხელშეწყობას  მოსწავლეთათვის სასკოლო დავალებების შესასრულებლად და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად
   რატომ არის მნიშვნელოვანი მშობელთა ჩართულობა?
ბავშვის ადრეულ ასაკში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვნად უკავშირდება მოსწავლის კოგნიტურ-ემოციურ  განვითარებას. ის, თუ რას აკეთებენ მშობლები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა განათლება და გამოცდილება აქვთ მათ. მაგალითად, მშობელთა მიერ სახლში განხორციელებული აქტივობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შემოსავალი, პროფესია და განათლება.
  კვლევები ადასტურებს მშობელთა ჩართულობის დიდ მნიშვნელობას მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდშიც, რომ მშობელთა ჩართულობა დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის განვითარების პროცესზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. მშობელთა ქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორი  აღმოჩნდა  სკოლის ყველა საფეხურზე, სკოლაში შესვლისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მოსწავლის კოგნიტური მზაობა სკოლისათვის
მოსწავლეების მიღწევების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 7 წლის ბავშვის განვითარების პროცესში დედის და მამის ჩართულობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოგვიანებით, 20 წლის ახალგაზრდის წარმატებებზე. ჩართულობაში ამჯერად იგულისხმება ბავშვთან ერთად გატარებული დრო, მშობლების დაინტერესება ბავშვის განათლებით და შვილთან ერთად კითხვა
 არ არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, დავალებების შესრულებისას მშობელთა ჩართულობა უკავშირდება მოგვიანებით მოსწავლეთა უკეთეს მიღწევებს. კვლევებში გამოიყოფა მშობელთა დახმარების ფორმების განსხვავებული ეფექტიც.
 მშობლები, რომლებიც მაღალი შეხედულების არიან შვილის მიღწევებზე, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი შვილის განათლების მიღების პროცესში
მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება მხოლოდ სკოლას ეკისრებოდეს. მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის დადგომამდე მშობელთა აქტიური ჩართულობა, მაღალი მოლოდინების ქონა შვილის მოსალოდნელი მიღწევებისადმი  და ჩართულობის სწორი ფორმების შერჩევა.  
მიუხედავად იმისა, რომ თავად მშობლებიც აცნობიერებენ მათი ჩართულობის დიდ მნიშვნელობას, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გამო რთული ხდება იმ სტრატეგიების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სწორი ფორმებით.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას სასკოლო ასაკის მოსწავლის მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად.

 I.1.საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება
  სწავლა-სწავლების რთული პროცესი  დაკვირვებით იწყება, დაკვირვებით მიმდინარეობს და დაკვირვებითვე სრულდება, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია, შევაფასოთ და გავზომოთ, უნდა შევარჩიოთ ეფექტური აქტივობები და მეთოდები მშობელთა ცნობიერების ასამაღლებლად, განსაკუთრებით ისეთ სკოლებში სადაც მოსწავლეთა 40% ეთნიკური უმცირესობაა, რათა აქტიურად ჩაერთონ შვილების სასკოლო ცხოვრებაში. მიიღონ მონაწილეობა სწავლა-სწავლების პროცესში. ასეთია ჩემი მუშაობის პრინციპიც. პედაგოგიურმა პრატიკამ და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ, როცა მშობელთანაც ისევე მუშაობ, როგორც მოსწავლეებთან, აინტერესებ მათ, სთავაზობ თანამშრომლობას, ისინი თავს უფლებას ვეღარ აძლევენ , პასიური ფორმით თვალყური ადევნონ შვილის სასკოლო ცხოვრებას. ასე დავიწყე მუშაობა, ჯერ კიდევ 1994 წელს და ვაგრძელებ დღესაც.
იმისათვის, რომ ვითარება შეძლებისდაგვარად გამომესწორებინა, დავგეგმე პრაქტიკის კვლევა, რომლის პირველი ეტაპი სწორედ არსებული ვითარების შესწავლა და მიზეზების დადგენა უნდა ყოფილიყო, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა შედეგის მიღწევა.


I.2.კვლევის მიზანი
წინამდებარე  კვლევის მიზანია, დაადგინოს მოსწავლეების მშობელთა დაქვეითებული ინტერესი, სოფლის მცირეკონტიგენტიან, ეთნიკურ სკოლებში,მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებისადმი.

I.3.საკვლევი საკითხის მიმოხილვა
           როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა და მოსწავლეთა მშობლების დაინტერესება, მათი  ცნობიერების ამაღლება სასკოლო  ცხოვრების,  სიახლეების რეგულარულად გაცნობის გზით. საინტერესო და ეფექტური აქტივობების,  მეთოდების შერჩევა  და დანერგვა  მშობლებთან თანამშრომლობისას.
                                                                  II თავი
კვლევის მეთოდოლოგია
II.1. მოსამზადებელი ფაზა
ვინაიდან პრობლემის მიზეზების დადგენა მოითხოვს კომპლექსურ კვლევას, სამუშაოები დაიყო 2 მიმართულებით:
          მშობელთა ცნობიერების დიაგნოსტირება სასკოლო ცხოვრების შიდა სამზარეულოს შესახებ;
           საკუთარი შვილის ინტერესებისა და მისწრაფებების ცოდნის შესახებ.
საკვლევი თემისათვის მონაცემთა შეგროვება სწორედ ამ 2 მნიშვნელოვანი მიმართულებით დაიგეგმა:
1.კვლევის განხორციელებასა და მიგნებების ჩამოყალიბებას დასჭირდება 1 სასწავლო წელი;
2.კვლევის I ეტაპზე დამუშავდება ინფორმაცია  არსებული პრობლემების იდენტიფიცირების შესახებ;
3. II ეტაპი გააერთიანებს საველე სამუშაოებს - ფოკუსირებულად მშობლების რეგულარულად გამოკითხვას , დაკვირვებას და მათი შედეგის შემოწმებას, როდესაც ჩატარდება შეხვედრები,გამოკითხვები, ღონისძიებები;
4. III ეტაპი მოიცავს შეგროვებული მასალის დამუშავებას და  ახალი, დამატებითი სტრატეგიების ინტერვენციას.
5. თუ კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციები იქნება ეფექტური, შემუშავდება  სასკოლო ცხოვრების სტრატეგიული გეგმის შედგენისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები.
II.2. კვლევის ინსტრუმენტების შერჩევა
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვებისა და კვლევის  მეთოდებად გამოყენებულია სხვადასხვა სახის აქტივობა მათი  ჩართულობისა და ინტერესის  გასაზრდელად.



II.3. კვლევის პროცედურა, მონაწილეები და მონაცემთა დამუშავება
       სოფლის სკოლებში, მოსწავლეების მშობელთა ჩართულობის გააქტიურება გაზრდის სწავლა-სწავლების პროცესის ნაყოფიერებას და მოსწავლეთა მოტივაციას.
კვლევის დაგეგმვა
I ეტაპი - პრობლემის იდენტიფიცირება
I.1. პრობლემის წარმოჩენა კოლეგების წინაშე და დაგეგმილი კვლევის მიზნების გაცნობა;
I.2.  კონსულტაცია სკოლის ადმინისტრაციასთან, კათედრის წევრებთან, თემის წარმომადგენლებთან, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეების მშობლებთან;
II ეტაპი - კითხვარების შედგენა და საველე სამუშაოების ჩატარება
II.1. კითხვარის შედგენა მოსწავლეთათვის;
II.2. ანალოგიური კითხვარის შედგენა მშობელთათვის;
II.3.  ტესტირება.
III ეტაპი - ინტერვენციამდელ მონაცემთა ანალიზი
III.1. კითხვარების ანალიზი;
III.2. საერთო სურათის წარმოჩენა.
IV ეტაპი - ინტერვენცია
IV.1.მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე ზრუნვა და მათი შვილების სასკოლო ცხოვრებით დასაინტერესებლად საინტერესო აქტივობების შერჩევა.
IV.2. პირველი სემესტრის ბოლოს დაინტერესების შედეგების გაზომვა.შედეგების გათვალისწინებით საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა II სემესტრში.
V ეტაპი - ინტერვენციის შედეგების ანალიზი
V.1. მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვა .
V.2. ფოკუსჯგუფის  მუშაობა.
VI ეტაპი - კვლევის შედეგების გაზიარება
  შევარჩევ მაქსიმალურად ხელსაყრელ დროს სკოლის პედაგოგებისათვის, რათა ყველა მათგანმა შეძლოს კვლევის შედეგების პრეზენტაციის ყურადღებით მოსმენა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, იმსჯელონ განხორციელებული ინტერვენციის დადებით და უარყოფით მხარეებსა და მათ პრაქტიკაში სტრატეგიათა დანერგვის შესაძლო შედეგებზე.
VII ეტაპი - რეკომენდაციების შემუშავება
  შეგროვებული მასალისა და ფოკუს ჯგუფებთან მუშაობის საფუძველზე,  ჩემი და მშობლების მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალსწინებით შემუშავდება საერთო რეკომენდაციები.


II.4. პირველი ტალღის შედეგების აღწერა
    ჩემი კვლევის ხანგრძლივობა დაკვირვების პერიოდი გრძელდებოდა 1 სასწავლო წელი, კვლევის შედეგებში ასახულია ორი კლასის მშობელთა (სამიზნე ჯგუფის) ჩართულობისა და მათი შვილების სასკოლო ცხოვრებით დაინტერესების ასამაღლებლად  შეკრება .
   როგორც აღვნიშნეთ, აქტუალურია მშობელსა და სკოლას შორის არასრულყოფილი და არაეფექტური კომუნიკაცია , ეს ხელს უშლის მასწავლებელმა დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ.საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია; მაგრამ იმის გამო რომ ეს კონტაქტი მცირეა, არსებობს ენობრივი ბარიერი ან მშობელი საერთოდ არ ღებულობს მონაწილეობას შვილის სასკოლო ცხოვრებაში.
   სოფელში მცხოვრებ მშობელთა შემთხვევაში ჩემი აზრით გადატვირთული ფიზიკური დღის რეჟიმია, თუმცა ქალაქში მცხოვრებ მშობელსაც ხომა აქვს გადატვირთული დღის რეჟიმი. მაგრამ სოფელში მცხოვრებ მშობელს მიწასთან ფიზიკური შრომაც ემატება, ე.ი. გამოიკვეთა პრობლემა:  დროის უკმარისობა.
    მშობლებთან ერთად ვიმსჯელეთ აღნიშნულ პრობლემაზე, გავაცანი მათთვის განკუთვნილი აქტივობის ბარათები და ქმედებები, მშობლებს ძალიან მოეწონათ განსახორციელებელი აქტივობები და გამოთქვეს სრული მხარდაჭერა
მშობლის მიერ განსახორციელებელი აქტივობები:
         1.ბავშვისათვის ხმამაღლა წაკითხვა;
2.წარწერა პროდუქტებზე;
3.სათაურები გაზეთებსა და ჟურნალებზე;
4.აბრების წაკითხვა;
5.ჩემი ბიბლიოთეკა;
6. ვითამაშოთ სკოლობანა;
7.მოძებნე ორმარცვლიანი სიტყვები;
8.ვისწავლოთ ნივთების ქართული სახელები;
9.წავუკითხოთ დასაწყისი და გავაგრძელებინოთ;
10.ამოიწერე ორსიტყვიანი წინადადება;
11.ჩვენ ერთად ვფიქრობთ;
12.სადილის, ვახშმის სამზადისი;
13.ვითვლით ხეებს;
14.ტანსაცმლის თარო;
15.დავთვალოთ მგზავრები;
16.ტელეფონის გამოყენება;
17.ვაქციოთ სადილი არითმეტიკულ თამაშად;
18.ვიპოვოთ გვერდები ნომრების მიხედვით;
19.იპოვე განსხვავება;
20.მოსაწვევი ბარათები;
21.ვკითხულობთ ეტიკეტს;
22.წერილი მეგობრებს;
23.ვიყენებთ ინსტრუქციებს;
24.ჩემი საყვარელი ქართული ტელეგადაცემა;
25.შეავსე ცარიელი ადგილი;
26.მე ვარ ჟურნალისტი;
27.მოუსმინე შენს ხმას;
28.საყვარელი მოთხრობა;
29.მონეტებით თამაში;

მიზანი:  მშობელი შეძლებს:
   1.შვილის ინტერესების სფეროს გარკვევას;
   2.ყოველდღიური ცხოვრების,( ფარულად), სწავლების პროცესად გადაქცევას;
   3. ნდობის მოხვეჭას;

ბავშვი   შეძლებს:
  1.კითხვის ტექნიკის დახვეწას; თვლა-ანგარიშის, ზეპირი ანგარიშის შესწავლას;
  2.სწავლა-სწავლების პროცესის  ცხოვრების წესად ჩამოყალიბებას;
  3.თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
  4.სოციალური უნარების ჩამოყალიბებას.

 მშობლები თანახმანი არიან ხშირ შეხვედრებზე:
აქვე მშობელთა, აქტიური ჩართულობით, შევადგინეთ სკოლაში განსახორციელებელი აქტივობები.
   სკოლაში მშობელთა ჩართულობით განსახორციელებელი აქტივობები:
           1.პირველი დღე სკოლაში;
           2.შემოდგომა ჩვენს კლასში;
           3.ვზეიმობთ შობა ახალ წელს;
           4.მოვეფეროთ დედებს;
           5. პოეზიის საღამო-„მე მიყვარს პოეზია“.
          
         
დაუგეგმავი  დამატებითი აქტივობები.
   ეს აქტივობები მიზნად ისახავდა  ინფორმაციების გაცვლას მასწავლებელსა და მშობელს შორის.
  გადავწყვიტე ისეთი აქტივობები დამეგეგმა გამელამაზებია მათთან შეხვედრები; საინტერესო და სახალისო გამეხადა და ზოგჯერ იძულებულიც კი, რომ სკოლაში ხშირად მოსულიყვნენ.
  აქვე წარმოგიდგენთ თითოეული აქტივობის მიზანს და შედეგს:
  აქტივობების კრებული დაეხმარება მშობლებს კითხვისა და მათემატიკის უნარების განვითარებაში. მაგ:
   ბავშვისთვის ხმამაღალი წაკითხვა-
   ამ აქტივობის რამდენიმეჯერ განხორციელების შემდეგ თქვენს შვილს მალე გაუჩნდება საყვარელი წიგნები, რომელთა ყოველი სიტყვა ზეპირად ეცოდინება.
   წარწერა პროდუქტებზე-
    ასეთი აქტივობით ბავშვი წახალისდება და სურვილი გაუჩნდება და ჩვევად გადაექცევა „ყველაფრის კითხვა“.
       ასოები და ბგერები-
 ხშირად ასოს ამოცნობა და შესაბამისი ბგერის წარმოთქმა ეხმარება ბავშვს მის დამახსოვრებაში.
  ანბანის სწავლა-
  ეს აქტივობა მისცემს ბავშვს შესაძლებლობას მთელი სიტყვა წაიკითხოს.
  ჩემი ბიბლიოთეკა-
 წიგნის ელემენტების  ცოდნა საფუძველია იმისა, რომ მათმა შვილმა კარგი კითხვა ისწავლოს.
 „ვითამაშოთ სკოლობანა“-
განგებ დაშვებულ თქვენი შეცდომების გასწორებით, საკუთარი შეცდომების აღმოჩენასა და გასწორებას ისწავლის.
  ვისწავლოთ ნივთების ქართული დასახელება-
ეს აქტივობა  ბავშვს სამეტყველო ლექსიკის დახვეწაში დაეხმარება.

წავუკითხოთ ხმამაღლა-
   ხმამაღლა კითხვა ბავშვებში აყალიბებს სიტყვაში გარკვეული ბგრების აღქმის უნარს, რაც კითხვასი მომავალი წარმატების მყარი საფუძველია. ხმამაღლა წაკითხვა ენის დაუფლების, ცნობისმოყვარეობის გაღვივებისა და აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალება.
     
ჩვენ ერთად ვკითხულობთ-
ეს აქტივობა წაკითხულის გაგება- გააზრებაში დაეხმარება.
 სადილისა და ვახშმის სამზადისი-
ეს აქტივობა ლოგიკურა აზროვნებისა და სოციალური უნარების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
  ვითვლით ხეებს-
ყურადღების მობილიზებას შეუწყობს ხელს.
 ტანსაცმლის თარო-
წესრიგს შეაჩვევს.
დავთვალოთ მგზავრები-
ასეთი აქტივობები ეხმარება  ბავშვს თვლისა და ანგარიშის უნარ-ჩვევების განვვითარებაში.
ტელეფონის გამოყენება-
ამ უნარის შეძენა ბავშვს მოტივაციას აუმაღლებს, რომ მიღებული ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენა.
კალენდარი-
ბავშვი შედარებისა და სხვაობის გამოთვლის უნარებს შეიძენს.
იპოვე განსხვავება-
ყურადღების მობილიზებას შეაჩვევს.
მოსაწვევი ბარათი და წერილი მეგობარს-
საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდება.
მივყვეთ ინსტრუქციას-
ასეთი აქტივობებით ბავშვი შეეჩვევა, რომ ინსტრუქციაში ყოველი დეტალი უნდა გაითვალისწინოს.
 ჩემი საყვარელი ტელეგადაცემა-
საყვარელი ქართული გადაცემის შერჩევა და ნახვა , მის ირგვლივ საუბარი მსჯელობის, განსჯის , შეფასების უნარ-ჩვევებს განუვითარებს.
მე ვარ ჟურნალისტი-
ეს აქტივობა ფანტაზიის, წარმოსახვის უნარ-ჩვევებს განუვითარებს.
მუშაობის  აღწერა და მონაცემთა შეგროვების მეთოდები

მშობლებთან აქტიური შეხვედრების შემდეგ   დაისვა შემდეგი კვლევითი კითხვები:
          რამდენად იცნობთ შვილის ინტერესთა სფეროს?
          მიიჩნევთ თუ არა, რომ  მასწავლებელთან ერთად თქვენც აქტიურად უნდა იყოთ ჩართული მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში?
          ნახულობთ თუ არა შვილთან ერთად ფილმს?
          კითხულობთ თუ არა შვილთან ერთად?
          დადიხართ თუ არა შვილთან ერთად სასეირნოდ?

მშობლებთან შეხვედრებისას გამოიკვეთა:

          რამდენად საინტერესოა ეს შეხვედრები თქვენთვის?
          რამდენად დაუახლოვდა ერთმანეთს  თქვენი და თქვენი შვილის ინტერესები?
          რამდენად გამყარდა ნდობის ფაქტორი თქვენ შორის?

გამოიკვეთა რესპოდენტთა ფსიქოლოგიური განწყობები სხვადასხვა აქტივობების და სიახლეების მიმართ.
მშობლები აქტიურად  ჩაერთნენ ჩემს  კვლევაში.
პირველი აქტივობა რაც განვახორციელე მშობელთა აქტიური ჩართულობით ტესტები იყო. ეს აქტივობა ამოწმებდა რამდენად იცნობდნენ ჩემი მოსწავლეების მშობლები საკუთარ შვილებს. (ვინაიდან მოსწავლეთა უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ენობრივი ბარიერის გამო კვლევაში ჩავრთე მოსწავლეთა მამები, რადგან დედებს უჭირთ ან არ იციან ქართული წერა-კითხვა).

კითხვარი დაურიგდათ მშობლებს. მას შემდეგი სახე ჰქონდა:
რომელი საჭმელი უყვარს

რომელი ფერი უყვარს

უყვარს თუ არა ცხოველები და რომელი

რომელი ზღაპარი უყვარს

რომელი მულტფილმი უყვარს

რომელი ყვავილი უყვარს

უყვარს თუ არა წვიმა



ანალოგიურ კითხვებზე პასუხები მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით დააფიქსირეს და მოვახდინეთ შეჯერება. ვერც ერთმა მშობელმა ყველა პასუხი ვერ დაამთხვია შვილის პასუხს. ცდომილება დიდი იყო. შევთანხმდით რეგულარულ შეხვედრებზე.



მშობელი
ერთნაირი პასუხი
განსხვავებული პასუხი
1
6
2
2
4
4
3
3
5
4
3
5
5
7
1
6
6
2
7
5
3
8
3
5
9
3
5
10
4
4
11
6
2
12
7
1
13
3
5
14
6
2

კვლევის I ეტაპის დასრულების შემდეგ შედგა გამოკითხვა (დანართი -კითხვარი№1) და დაიწყო აქტიური საველე სამუშაოები სამიზნე ჯგუფებთან გენდერული თანასწორობის დაცვის პრინციპით
გამოიკითხა სამიზნე 6 მშობელი: სამი-დედა, სამი-მამა.
კვლევის ობიექტების შესახებ საერთო წარმოდგენის შექმნის მიზნით გამოვიყენე თვისებრივი კვლევის მეთოდი - ჩაღრმავებული ინტერვიუ  მშობლებთან, რაც მოიცავდა შემდეგ კითხვებს : რა არის მიზეზი ასეთი ცდომილებისა?
მშობლებთან  ინტერვიუ გაგრძელდა 1 სთ.
გამოკითხვის მიხედვით გამოიკვეთა პრობლემები:
დროის სიმცირე და ცოტათი მონდომება.
ახალ  აქტივობაზე მუშაობა:
1.ვცდილობ იყოს სახალისო;
2.ყველა აქტივობაში წამყვანი როლი მივაკუთვნო მშობელს.
მეორე  და ძირითადი კვლევის მიმართულება იყო მშობელთ აქტიური ჩართვა კლასგარეშე ღონისძიებებში.
·         მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით  ყოველი თვის პირველ პარასკევს საკლასო საათის დაგეგმვა, სადაც მოსწავლე მშობელთან ერთად  კლასისათვის წაიკითხავს მცირე ზომის მხატვრულ ნაწარმოებს და გაიმართება მსჯელობა. ამ პროცესში ჩართული იქნება დამრიგებლის გარდა სხვა საგნის პედაგოგიც;
·         ყოველი ოთხშაბათი გამოცხადდეს მშობლის  დღედ , როცა მშობელი მისთვის მოსახერხებელ დროს მოვა სკოლაში და გაესაუბრება დამრიგებელსა და პედაგოგებს.
          

·         ისინი შეჩვეულები იყვნენ, რომ პედაგოგი იყო ინიციატორი მათი შეხვედრებისა.
ვფიქრობ რომ ძირითადი მიზეზი პრობლემისა დადგინდა და ზემოთ აღნიშნული  ინტერვენციების განხორციელება ამ პრობლემის გადაჭრაში დამეხმარა.
კონკრეტულად მიმდინარე  2018-2019 სასწ. წელს მშობელთა ჩართულობით განხორციელებული ღონისძიებები:



      პირველი დღე სკოლაში (მოიცავდა „გავაცნოთ ერთმანეთს საკუთარი საკონტაქტო მონაცემები“: სახელი, გვარი და ტელეფონის ნომრები. შევქმენით კლუბები საკუთარი მონაცემებით და განვათავსეთ თვალსაჩინო ადგილას კლასში)(მასალები თან ერთვის).


      აქტივობა- „რამდენად ვიცნობ საკუთარი შვილის სურვილებსა  და შესაძლებლობებს“ (შეავსეს მშობლებმა კითხვარი შვილების პასუხებით გადავამოწმეთ.


      „შემოვაბრძანოთ შემოდგომა ჩვენს კლასში.“(მშობლების დახმარებით შევაგროვეთ ხილი და ბოსტნეული, გამხმარი ფოთლები და შევქმენით „ხე შემოდგომის ფერებით“



      მშობელთა ჩართულობით ჩავატარეთ საკლასო ღონისძიებები: „საახალწლო კარნავალი.“  „დედის დღე „ და „ანბანის ზეიმი.“

      მშობელთა აქტიური ჩართულობით ჩავატარე „დედის დღის „ ზეიმი. მშობლებს დავურიგე ლექსები და ერთი მოთხრობა დედაზე, ვთხოვე ესწავლათ და წაეკითხათ ღონისძიებაზე. გენახათ მშობლების შეწუხებული, პასუხისმგებლობით სავსე სახეები „მთელი დღე სამსახურში წინ და უკან დავდიოდი და ვსწავლობდი, იქნება არ შევრცხვეო.“
      
    ბევრი დაუგეგმავი ღონისძიება განვახორციელეთ: პიკნიკი მშობლებთან ერთად, ექსკურსია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,“ჩვენი თოჯინების თეატრი“-მშობლების დახმარებით შევიძინე თოჯინები და შევქმენით დეკორაცია ზღაპრისთვის „ნახევარწიწილა“. მადლობა მათ.

    თბება ურთიერთობები, იზრდება პასუხისმგებლობები და საკუთარი როლის გაცნობიერება საკუთარი შვილის სასკოლო ცხოვრებაში და მცირდება მარტო მასწავლებლის დადანაშაულება შვილის წარუმატებლობაში. თუმცა , ჩემს შემთხვევაში, უფრო კლასში ვახერხებთ წარმატებების მიღწევას, მაგრამ, არც მშობლების ყურადღება  აკლიათ უკვე ჩემს ბავშვებს. ვაგრძელებ მათთან თანამშრომლობის ფორმების დახვეწას.


III თავი
კვლევის ანგარიში
III.1. ინტერვენცია
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციის პირველი ტალღის შედეგების შესწავლამ ნათლად წარმოაჩინა არსებული პრობლემები და პრაქტიკულად განსაზღვრა ინტერვენციის ძირითად  ეტაპზე დასანერგი სიახლეების პრიორიტეტები:
          მასწავლებელი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს მშობელთან;
          მასწავლებელი მუდმივად უნდა იყოს სიახლეების ძიებაში;
          მასწავლებელი უნდა ახორციელებდეს აქტივობებს მშობელთა ჩართულობით.
          საკითხის კვლევა;
          გარემოებების ანალიზი და  შედარება;
          დიაგნოსტიკა;
          საკითხის გავრცობა;
          პრიორიტეტების დადგენა;
          ფაქტების შეჯამება;
          პრობლემის გადაჭრის გზები;
          გარემოებების ინტერპრეტაცია;
          საკითხის კრიტიკულად  შეფასება;
          ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება.
          ყოველი ახალი  აქტივობის განხორციელების შემდგომ მოვიფიქრე სახალისო  გამოკითხვის მეთოდი.
          აბა გამოიცანი?
          ერთად ვიფიქროთ;
          ერთად შევქმნათ ნახატი;
          მოდი მეცეკვე;
          დამეხმარე დედიკო (მამიკო);
          ჩვენი ერთობლივი წიგნი.
          ერთად ვისწავლოთ კომპიუტერის გამოყენება.
და ა.შ.

დაწყებით კლასში, როცა მოსწავლეს  თანამშრომლობას სთავაზობ, ის ბედნიერია და მითუმეტეს მაშინ თუ  სთხოვ, რომ დაეხმეროს უფროსს და შევთავაზე ასეთი სახალისო აქტივობა : „ერთად ამოვიცნოთ სიმბოლოები“
ამ აქტივობების დაგეგმვისას მასწავლებელს უწევს განსაკუთრებული ყურადღების მობილიზება, რათა შედეგი იყოს გამჭვირვალე. ასეთი აქტივობის გამოყენებისას გამოიყენება დაკვირვების ცხრილი. მშობლებზე  ჩემი დაკვირვების ცხრილი ასე გამოიყურებოდა:


ინდ: მუშაობაზე დაკვირვების ცხრილი
მშობელი
აქტიურად ჩაერთო ყველა აქტივობაში
ნაწილობრივ
ვერ ჩაერთო
1
          


2

                      

3

          

4

                      

5


          
6
          


7
          


8

                      

9

                      

10
          


11
          


12


                      
13

                      

14
          



ჩემი გამოწვევა ყველა მშობელმა ინტერესი გამოხატა.



ჩვენი თანამშრომლობის შეფასების კითხვარი
1 თანამშრომლობა საინტერესო იყო -------------------------------------------------------------------------------------
2.ყველაზე მეტად მომეწონა --------------------------------------------------------------------------------------
3. ჩემთვის სიახლე იყო, რომ  --------------------------------------------------------------------------------------
4. სიამოვნებით გადავხედავდი საკითხს რომელიც შეეხება------------------------------------------------------------------------------
5. სკოლასთან აქტიური და სისტემატიური თანამშრომლობისას   გავიგე, რომ
----------------------------------------------------------------------------------------
6. განსაკუთრებით დამაინტერესა
-----------------------------------------------------------------------------------------
კითხვარის საშუალებით მშობლებმა   შეძლეს საკუთარი  ქმედების შეფასება.










IV თავი
ინტერვენციის შედეგები
IV.1. შედეგების ანალიზი
   ჩატარებული კვლევის ინტერვენციის ფაზაში  დაკვირვების დღიურებსა და ჩანაწერებში აისახა ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურია, როდესაც მშობელი აქტიურადაა ჩართული სწავლა-სწავლების პროცესში.
    კვლევის საუკეთესო ნაწილს წარმოადგენს - ინტერვიუები, სამიზნე ჯგუფის სწორად განსაზღვრა, ფოკუსჯგუფები, დისკუსიები, სადაც რესპოდენტების გამოხატვის თავისუფლება არ იყო შეზღუდული.  კვლევის მონაწილეებისათვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაცნობიერება, რომ   წარმატების მთავარი პრინციპი ცოდნა და გამოცდილებაა, რომელსაც  თანამშრომლობითი კულტურა და ურთიერთობები სჭირდება.

    შეიძლება ითქვას, რომ გატარებულმა ღონისძიებებმა, საინტერესო აქტივობებმა, პრაქტიკულ  ჩვევაში გადაუყვანა თანამშრომლობა სკოლასთან მშობელს.


IV.2.ინტერვენციის შედეგების დიაგრამები
 შედეგი განსხვავებულია სხვადასხვა მიმართულებით:
  ცხრილი  №1
მშობელი
ხშირად დადის სკოლაში
ეხმარება აქტიურად
მონაწილეობს საკლასო ღონისძიებებში
14
5
4
6


 ტესტირების შედეგებმა ცხადყო, რომ საგრძნობლად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა.
ცხრილი №2 იძლევა შესაძლებლობას, შევადაროთ  და გავაანალიზოთ სკრინინგისა და ხელმეორე დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგები.
ცხრილი  №2
მშობელი
სისტემატიურად დადის სკოლაში
ეხმარება აქტიურად
მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში
14
10
8
9



V თავი
შედეგების ინტერპრეტაცია/დისკუსია
V.1. შეხვედრა  მშობლებთან
   მშობლებთან მუდმივი შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა მათი ერთმნიშვნელოვნად დადებითი დამოკიდებულება სკოლასთან თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებასთან და ურთიერთობების  ამაღლებასთან დაკავშირებით. აღნიშნეს, რომ სკოლასთან, პედაგოგებთან თანამშრომლობამ, პირველ რიგში დააახლოვა შვილთან, გაუადვილა ნდობის მოპოვება. სახალისო გახადა არა მარტო მისი შვილის, არამედ მშობლის  ყოველდღიურობაც. სიახლეების მოლოდინი, სურვილი მონაწილეობის მიღებისა   სხვადასხვა აქტივობაში.
                                                                                                                       
                                                                
                                                                  VI თავი
დასკვნა და რეკომენდაციები
VI.1.დასკვნა
  1-წლიანი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მონაცემები ადასტურებს ინტერვენციის ეფექტიანობას, როგორც მშობელთა აქტიური ჩართულობითა და  თანამშრომლობითი ურთიერთობების კულტურის ამაღლების  მიმართულებით:
          დაუახლოვდა მშობელი სკოლას და მთავარი გაჩნდა ნდობა მშობლისა სკოლის მიმართ;
          დათბა ურთიერთობები, შედგა თანამშრომლობა  სკოლასა და მშობელს შორის;
          ამაღლდა მშობელთა ცნობიერება სასკოლო ცხოვრების შესახებ;
          მშობელმა კარგად გააცნობიერა საკუთარი როლი შვილის სწავლა-სწავლების პროცესში.

VI.2.რეკომენდაციები:
   აქედან გამომდინარე, მშობლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავებისა და უფრო ეფექტიანობისათვის  საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი რამ;
          ვაგრძნობინოთ მშობელს, რომ მისი როლი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია;
          დავარწმუნოთ საკუთარ შესაძლებლობებში, სასკოლო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობით;
          დავგეგმოთ უფრო მეტი აქტივობა, რომლებიც განხორციელდება მშობლების აქტიური მონაწილეობით და უფრო მეტიც თვითონ დავაკისროთ აქტივობის განხორციელება;
          საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის ურთიერთგაცვლისა და გაზიარების მიზნით ყოველწლიურად სკოლის ფარგლებში ჩავატაროთ კონფერენცია კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების გამოყენების თემაზე.
                                                                                     


                                                                                  







VII თავი
კვლევის შედეგების გაზიარება/რეფლექსია
    2019 წლის 5 ივნისს დაინტერესებული პედაგოგების წინაშე წარვადგინე ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. გავაცანი კვლევის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები, მიმდინარეობა,  ინტერვენციისას გამოყენებული მეთოდები, მიდგომები, მიღებული შედეგები, დასკვნები, მიგნებები და გასათვალისწინებელი ნაბიჯები. მათგან ნაწილი აკვირდებოდა მიმდინარეობას. თუმცა შედეგების ანალიზი მათთვის იყო უცნობი და  საინტერესო. კვლევითი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენების ეფექტურობაზე და მშობელთა ჩართულობის მოტივაციის ამაღლების გზებზე ვიმსჯელეთ ერთად. გამოიკვეთა პრობლემა მათთვისაც აქტუალური ყოფილა და ფიქრობენ კარგი იქნება ამ მიმართულებით გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და დანერგონ მსგავსი აქტივობები პრაქტიკაში. საინტერესოა და თან აქტუალური სიახლეების ძიება და თანამშრომლობითი ურთიერთობების  დახვეწა.
  კვლევის ფარგლებში მიღებული დაკვირვებისა და შედეგიდან გამომდინარე, მივაწოდე მათ რეკომენდაციები, რომლებიც ვფიქრობ, დაეხმარებათ    მშობლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების პროცესის გამდიდრებაში, მასწავლებლებისათვის მისაღები იყო და გამოთქვეს თავიანთი ვარაუდები, რომ კარგი იქნებოდა ყველა საფეხურის შემდგომ ჩამეტარებინა მასგავსი შეხვედრები.
   ჩემი აზრით, მასწავლებლების მიერ გამოთქმული შენიშვნა, უკეთესი იქნებოდა მათი უფრო აქტიური ჩართვა კვლევის მიმდინარეობისას, მართლაც, პროცესში მიღებული რეკომენდაციები და შენიშვნები უფრო ეფექტურს გახდიდა ჩემი კვლევის მიმდინარეობას და მეტ გამოცდილებას შესძენდა მათ თავიანთ საქმიანობაში. ამ შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებ სხვა მომდევნო განსახორციელებელ საქმიანობაში.


VIII თავი
გამოყენებული ლიტერატურა:

„ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“-ლიდერობის აკადემია-1,2,3,4,5,6,7-ის მოდული.
ჟურნალი-„მასწავლებელი“


IX თავი
დანართები
დანართი №1
კითხვარი მშობელთათვის №1
1.სკოლასთან  მუშაობა სახალისოა
ა. ყოველთვის;                 ბ. ხშირად;               გ. ზოგჯერ;             დ. არასდროს;
2. სსკოლო ცხოვრებაში ჩართული ვარ აქტიურად
ა. ყოველთვის;                 ბ. ხშირად;               გ. ზოგჯერ;              დ. არასდროს;
3. საშინაო დავალებების მომზადების პროცესში ჩართული ვარ
ა. ყოველთვის;                 ბ. ხშირად;               გ. ზოგჯერ;              დ. არასდროს;
4. თანამშრომლობისას ყველაზე მეტად მომწონს
ა. დავალებების მომზადება
ბ. კლასგარეშე ლიტერატურის ერთად კითხვა
გ. სატელევიზიო გადაცემის ერთად ნახვა
დ. სასკოლოღონისძიებებში მონაწილეობა

No comments:

Post a Comment