არჩილ სულაკაურის ''ბიჭი და ძაღლი''
უკანასკნელი ცვლილება 2013-10-25 12:38
მასალები:
- გაკვეთილის გეგმა
ენა და ლიტერატურამე-5 კლასი
- არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“.
- სწავლების საფეხური
- პირველი საფეხური, მე––5 კლასი
- მოსწავლეთა რაოდენობა
- შვიდი
- გაკვეთილის მიზნები მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება, საგანთაშორისი კავშირი ეკოლოგიასთან, წაკითხულის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, გაბმულ მეტყველებაზე ვარჯიში, სხვადსხვა პირში თხრობა, მხატვრული ხერხების პოვნა, მართლწერის ჩვევების ფორმირება.
- აქტივობები მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ტექსტს, ავლებს პარალელებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მიღებულ ინფორმაციასთან, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ, აკეთებს დასკვნებს, ასაბუთებს თავის აზრს, ადგენს გეგმას, წერს, გადმოსცემს წაკითხულის შინაარს პირველსა და მესამე პირში, ვარჯიშობს მართლწერაში, მუშაობს ინდივიდუალურად და წყვილებში.
- გაკვეთილის მსვლელობა 1.კითხვისთვის მზადება (5–წუთი)––კლასი იხსენებს წინა კლასებში შსწავლილ არჩილ სულაკაურის ნაწარმოებებს და იმ ინფორმაციას, რაც მათ უკვე იციან ამ მწერლის შესახებ.
- 2.ტექსტის კითხვა და ანალიზი (20–წუთი)
- მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს დამოუკიდებლად ეპიზოდებად, ინიშნავენ გაუგებარ სიტყვებს და ხსნიან წიგნში მოცემული ლექსიკონის დახმარებით.გამოთქვამენ ვარაუდებს შემდეგ ნაწილში, როგორ განვითარდება მოვლენები.
- მოსწავლეები ვარჯიშობენ ტექსტის გამომეტყველებით კითხვაზე. ეძებენ და პოულობენ ნაწარმოებში მხატვრული ხერხების ნიმუშებს.
- 3.წერა––(5 წუთი)–ადგენენ გეგმას და ამ გეგმის მიხედვით წერენ თხზულებას სათაურით „მგლისფერი და მურა ნაგაზი’’. დავალება სრულდება წყვილებში.
- ენობრივ მასალაზე დაკვირვება
- (5წუთი) 1.სხვადსხვა პირში თხრობა.
- 2. დაფაზე იწერება წინადადებები ,სადაც მოსწავლეებმა უნდა ამოწერონ:შედარება, ეპითეტი.
- რესურსები სახელმძღვანელო, ცარცი, დაფა, ფურცლები,რვეული, საწერ კალამი.
No comments:
Post a Comment