Thursday, June 20, 2013

პროექტი ,,ჩვენს სოფელში არსებული ძეგლები, გადარჩენა დაცვა"

1. პროექტის სახელი:',,ჩვენს სოფელში არსებული ძეგლები, გადარჩენა დაცვა".

2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა უნდა აღწერონ სოფელში არსებული ღირსშესანიშნავი ძეგლები და დაასაბუთონ როგორ გადაარჩინონ და დაიცვან.

3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ– ჩვევები, წარსულის პატივისცემა, გამოუმუშავდებათ კრიტიკული აზროვნება, გააცნობიერებს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას, ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში. გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას არსებული ძეგლების შესახებ, რომელი საუკუნისაა, არსებობს თუ არა საზოგადოებაში ამ ძეგლების აღდგენა რესტავრაციის სურვილი, ვინ არის პასუხისმგებელი აღდგენა რესტავრაციაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ძეგლები თუ არ აღდგა.
რა ღონისძიებების გატარეებაა შესაძლებელი დაცვა აღდგენაზე.
გასვლითი ღინისძიებების დაგეგმვა, ინტერვიუს აღება სოფელის უხუცესი ადამიანებისაგან, ფოტომასალის მოგროვება, მოძიებული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში, პლაკატების დამზადება.

5. მონაწილეთა ასაკი/კლასები:  15–18

6. ვადების ხანგრძლივობა: ორი თვე

7.  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლე ქმნის ვებ გვერდს, სადაც განათავსებს ინფორმაციას არსებული ძეგლების შესახებ, მოჰყავს არგუმენტები რომლითაც ასაბუთებს, რომ მის მიერ განთავსებული პროექტი არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს; რა დადებით შედეგს მოიტანს პროექტის განხორციელება და როგორ შეცვლის ის არსებულ მდგომარეობას.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოკამერა, ინტერნეტი, სახელმძღვანელო, ადამიანური რესურსი.

9. პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება–დახარისხება, ანალიზის, კომუნიკაცია, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ნამუშევრის განთავსება ბლოგზე, ინტერვიუს აღება, პლაკატების დამზადება.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას  (მაგ. გეოგრაფია,სამოქალაქო განათლება, ისტ ).სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.


11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): იამზე მელაძე–სამღერეთის საჯარო სკოლა (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ingaiamze@gmail.com

13 .პროექტის ვებ– გვერდი/ბლოგი: http://ingameladze2013.blogspot.com/




Wednesday, June 19, 2013

eqvskursia kaxetshi




15–16 ივნისს სამღერეთის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასი გაყვანილი მყავდა ექვსკურსიაზე კახეთში.  ვნახეთ ისტორიული ძეგლები: გრემი, შუა– მთა, ალავერდი,სიღნაღი. ნანახით ძალიან კმაყოფილი დავრჩით,განსაკუტრებული შტაბეჭდილებებით დავბრუნდით,დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სამღერეთის სკოლის ადმინისტრაციას ასეთი კარგი ექვსკურსიის დაფინანსებისათვის.